რიანა მეგობარ მამაკაცს დაშორდა. 22 წლის შემსრულებლისა და 26 წლის სპორტსმენის ურთიერთობამ კრახი განიცადა.
თურმე, მეტ კემპმა რიანას ცხოვრების გადარეულ სტილს ვერ გაუძლო - ”ის ერთგული ძაღლივით დასდევდა მომღერალს ტურებში” - ამბობს უცნობი წყარო.
დაშორების მიზეზად სწორედ შემსრულებლის მოუცლელობა სახელდება. რიანამ და მეტმა ურთიერთობა 2009 წელს დაიწყეს.
მანამდე რიანას მეგობარი მამაკაცის სტატუსის მფლობელი კრის ბრაუნი იყო, თუმცა, მათი სიყვარული დიდი სკანდალით დასრულდა - კრის ბრაუნმა რიანას სცემა, ამბავი გახმაურდა და წყვილი დიდი აურზაურით დაიშალა.