გაბრიელ ბონეერ "კოკო" შანელი (Gabrielle Bonheur "Coco" Chanel) — ფრანგი მოდის დიზაინერი, XX საუკუნის მნიშვნელოვანი ფიგურა მოდის სამყაროში. მოდაზე თავისი გავლენის წყალობით შანელი ერთადერთი იყო ამ სფეროდან, ვინც ჟურნალ TIME-ის XX საუკუნის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში მოხვდა. სწირედ კოკო შანელი გახლავთ მსოფლიო მოდის ერთერთი წამყვანი ბრენდის, შანელის დამაარსებელი.